საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხო ქვეყანაში პირის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ მის მოქალაქეზე იზრუნოს. მაგრამ, სანამ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე გახდებოდა , ის საქართველოს პრეზიდენი იყო.
"უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ მის მოქალაქეზე იზრუნოს. მაგრამ, სანამ მსჯავრდებული სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გახდებოდა უკრაინის მოქალაქე, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე და მას ის დანაშაულები, რის გამოც ბრალი აქვს წარდგენილი, აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ყველაფერი ცნობილი იყო კიდეც. ჩემი პირადი აზრია, რომ არ არის გამორიცხული მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press